ხელმისაწვდომია
შეფასებები
სტუმარი ტელეფონს მიადებს და პირდაპირ თქვენი ბიზნესის Google შეფასების ფორმაზე ხვდება. შეფასებას იქვე წერს, სანამ შთაბეჭდილება ახალია.
- თქვენი Google შეფასების ბმული
- სადგამი, მრგვალი ან კვადრატული ბარათი
- დაპროგრამებული, შემოწმებული და დაბლოკილი
ვისთვის: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, სალონები
ხელმისაწვდომია
სოციალური ქსელები
Instagram, Facebook ან TikTok პროფილი ერთი შეხებით. სტუმარი გამოწერამდე ერთ ნაბიჯშია.
- Instagram, Facebook ან TikTok პროფილი
- პლატფორმის ცნობადი ფერები და ლოგო
- სადგამი, მრგვალი ან კვადრატული ბარათი
ვისთვის: მაღაზიები, კაფეები, ბლოგერები, ღონისძიებები
მალე
ციფრული სავიზიტო ბარათი
თქვენი კონტაქტი, LinkedIn და ბმულები ერთ ბარათზე. ერთი შეხებით ინახება სხვის ტელეფონში.
- ტელეფონი, ელფოსტა, LinkedIn და ვებგვერდი
- კონტაქტის შენახვა ერთი შეხებით
- ბარათი თქვენი სახელითა და ლოგოთი
ვისთვის: პროფესიონალები, გაყიდვების გუნდები, მეწარმეები
მალე
ცხოველის ბირკა
NFC ბირკა საყელოზე. თუ ცხოველი დაიკარგა, მპოვნელი ტელეფონით შეეხება და მაშინვე ნახავს, როგორ დაგიკავშირდეთ.
- პატრონის ტელეფონი და საჭირო ინფორმაცია
- ბირკა საყელოზე დასამაგრებლად
- მპოვნელის ტელეფონი მას მაშინვე კითხულობს
ვისთვის: ძაღლებისა და კატების პატრონები
მალე
Wi-Fi ბარათი
სტუმარი ქსელის მონაცემებს ერთი შეხებით იღებს და პაროლის კითხვა აღარ უწევს.
- ქსელის სახელი და პაროლი ერთ შეხებაში
- სადგამი დახლზე ან ბარათი ოთახში
- პერსონალს პაროლის კარნახი აღარ უწევს
ვისთვის: კაფეები, სასტუმროები, ოფისები, Airbnb
მალე
ჯავშნის ბარათი
სტუმარი ოთახში შეეხება ბარათს და სასტუმროს ოფიციალური ჯავშნის გვერდი იხსნება. შემდეგი ვიზიტი პირდაპირ თქვენთან, საკომისიოს გარეშე.
- ბმული სასტუმროს ჯავშნის გვერდზე
- ბარათი ოთახში ან მიმღებში
- სტუმარი მეორედ პირდაპირ გიბრუნდებათ
ვისთვის: სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები, Airbnb
ინდივიდუალური პროექტი
თქვენი იდეა
შეხებით შეიძლება გაიხსნას ჯავშნის გვერდი, ლოიალობის ბარათი ან ღონისძიების ბეჯი. მოგვიყევით, რა სჭირდება თქვენს ბიზნესს, და ერთად მოვიფიქრებთ გადაწყვეტას.
ვისთვის: ნებისმიერი ბიზნესი